The winners of "Grammy" 2024 have been named

The winners of "Grammy" 2024 have been named

ლოს-ანჯელესში „გრემის“ დაჯილდოების 66-ე ცერემონია ჩატარდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შოუს ტრიუმფატორი ტეილორ სვიფტი გახდა, რომელიც პირველი შემსრულებელია ისტორიაში, ვინც საუკეთესო ალბომისთვის ჯილდო მეოთხედ მოიპოვა. მან პრიზი ჩანაწერისთვის Midnight სელინ დიონისგან მიიღო, რომლის ცერემონიაზეც დასწრება ყველასთვის მოულოდნელი იყო. ეს დიონის პირველი საჯარო გამოჩენა იყო მას შემდეგ, რაც შარშან მას ნევროლოგიური დაავადება დაუდგინდა.

წლის საუკეთესო სიმღერა ბილი აილიშის What Was I Made For გახდა, წლის ჩანაწერად მაილი საირუსის Flowers-ი აღიარეს. საუკეთესო რეპ-შემსრულებლად Killer Mike-ი დაასახელეს. ჯილდო საუკეთესო მეტალ-შესრულებისთვის Metallica-ს ერგო, წლის საუკეთესო როკ-ალბომი Paramore-ის This is Why გახდა. წლის საუკეთესო ახალ შემსრულებლად ვიქტორია მონე დასახელდა.

ცერემონის მუსიკალურად აფორმებდნენ: დუა ლიპა, მაილი საირუსი, ოლივია როდრიგო ბილი აილიში, ტრეისი ჩეპმანი, SZA და სხვები. კარიერის განმავლობაში პირველად გრემის სცენაზე 80 წლის კანადელმა მომღერალმა ჯონი მიტჩელმაც იმღერა.

Add Comment


reload, if the code cannot be seen